“ომის ტოლი- თანატოლი”- ნათია ზარქუა (+VIDEO)

ნათიას წილი აფხაზეთი იმ მოგონებებისგან შედგება, რომელიც ფოტოსურათებმა შემოინახეს. ისტორიებისაგან, რომელსაც მშობლები და ახლობლები დღემდე უყვებიან. ომის შემდგომ ის არასოდეს ყოფილა აფხაზეთში. როგორც ნათია ამბობს, აფხაზეთი ადამიანური ურთიერთობებია და კონფლიქტის მოგვარების გზა სიყვარულსა და მშვიდობაზე გადის.