ამბობს, რომ ხელოვნება მთავარი იარაღია ურთიერთობების დასათბობად- ლევან იოსავა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლისთვის ,, აფხაზეთი’’, რომლის წევრიც ლევან იოსავაა, სოხუმში სოლო კონცერტის გამართვა უმთავრესი მიზანია. ომის ტოლი მუსიკოსთვის აფხაზეთი მონატრება და წარსულთან დაბრუნებაა. ,,უნდა დაგვაფიქროს უკვე ათეული წლების სიშორემ, მოგვენატრა ერთმანეთი, დროა შერიგების ხელი ჩამოვართვათ ერთმანეთს და ერთობლივი კონცერტებიც გავმართოთ’’- სოხუმელი ხელოვანის სამშვიდობო გზავნილი .