აფხაზეთი მისთვის მშობლების ნაამბობ ფერად და შავ-თეთრ ისტორიებთან ასოცირდება. ფერადი ემოციებს მასში დღემდე მამის მიერ მოყოლილი სოხუმური ამბები იწვევს, ყველაზე მტკივნეული კი, მისთვის ბავშვობის ფოტოსთან დაკავშირებული სევდიანი ისტორიაა. თაკო ხახუბიას მიაჩნია, რომ არსებული პრობლემის მოსაგვარებლად გამოსავალი ისევ და ისევ სიყვარულშია, ამ სიყვარულით მოპოვებული ნდობა კი აუცილებლად მშვიდობას მოიტანს. #ომის_ტოლი თაკო ხახუბუას სამშვიდობო გზავნილი ენგურს იქით საქართველოში.