აფხაზეთი მისთვის სახლია, რომელიც არ უნახავს. ბავშვობაში მშობლებისგან მოყოლილი ლამაზი ამბავია, მონატრების ტკივილი რომ აფერმკრთალებს… თათა ჯახაია იმ თაობის წარმომადგენელია, რომელსაც ჩვენი პროექტის მიხედვით „ომის ტოლი“ ვუწოდეთ. საჯარო მმართველობის ახალგაზრდა დოქტორი თვლის, რომ მიტევება და ერთად ყოფნის სურვილი, ერთი შეხედვით, უპატიებელ შეცდომებსაც გადასწონის.