გულო გარმელიას მშობლებთან ერთად 1 თვის ასაკში მოუწია აფხაზეთის დატოვება. ამბობს, რომ ის აფხაზეთს არასოდეს მიუტოვებია, რეალურად მის ცნობიერებაში მშობლიური სახლის ცნება 11 წლის ასაკში შემოვიდა, როცა განშორების შემდეგ პირველად მოუწია ხელოვნური საზღვრის გადალახვა მამასთან ერთად.