ნინიკო ფოთიდანაა და ბუნებრივია, ძალიან უყვარს ზღვა. მას არ უნახავს აფხაზეთი, მაგრამ ფიქრობს, რომ ეს მხარე ძალიან ახლოსაა მის შინაგან სამყაროსთან.
ნინიკოსთვის მტკივნეულია ის ფაქტი, რომ არ იცნობს ენგურს გაღმა მცხოვრებ ახალგაზრდებს და სურს მათი ახლოს გაცნობა. ის მიიჩნევს რომ ახალგაზრდებს უსაზღვრო შესაძლებლობები აქვთ.
„ჩვენ ის თაობა ვართ,რომლებსაც შეგვიძლია გადავლახოთ ეს დაბრკოლებები, მავთულხლართები და გავაღვივოთ ის სიყვარული,რომელიც ჩვენ შორის ჯერ კიდევ არის“.