ნანა გაბელია აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა (+VIDEO)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.  განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობაზე ეკა ხოფერია ნანა გაბელიამ შეცვალა. ახლადდანიშნული მინისტრი თანამშრომლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ წარუდგინა.

შეხვედრაზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ეკა ხოფერიას განათლების სფეროში 3 წლის განმავლობაში გაწეული ეფექტიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და მის დამსახურებებზე ისაუბრა.

ნანა გაბელიას საჯარო სექტორში, სხვადასხვა პოზიციაზე  მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2021 წლიდან-დღემდე იგი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.