„ამბები კაცისა, რომელიც აფხაზეთში დარჩა“ რაფიელ გელანტიას ბოლო, ყველაზე მოცულობითი ნაშრომია, რომლის საზოგადოებისთვის წარდგენაც, სამწუხაროდ, მან ვერ მოასწრო.
წიგნი ეძღვნება აფხაზეთის ტრაგიკულ მოვლენებს, საქართველოს შვილებს, აფხაზეთში დარჩენილ იმ ადამიანებს, რომლებიც დღემდე არიან ჩვენი სამშობლოს უიარაღო გუშაგები.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობისა და ხელისუფლების წარმომადგენლები, მწერლები, პუბლიცისტები და რაფიელ გელანტიას შემოქმედების სხვა თაყვანისმცემლები. გამომსვლელებმა მაღალი შეფასება მისცეს რაფიელ გელანტიას ნაშრომს. აღინიშნა, რომ წიგნში მოცემული თეზისები სწორედ ისაა, რაც უნდა იქნას გამოყენებული იმ პოლიტიკის განხორციელებაში, რომელსაც სამშვიდობო პოლიტიკა ქვია.
პრეზენტაცია საქართველოს მწერალთა და შემოქმედებითი კავშირის, მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია „გულანის“ ინიცირებითა და ორგანიზებით შედგა.