მოქვის სახარება

შუა საუკუნეების ქართულ სახარებად წოდებული მოქვის ოთხთავი, 1300 წელს აფხაზეთში, ღვთისმშობლის სახელობის მოქვის ეკლესიაში, დანიელ ეპისკოპოსის დაკვეთით იქნა გადაწერილი და მასზედ ღვთისმშობელი ყრმით და დანიელ ეპისკოპოსია გამოსახული. მოქვის ოთხთავი თავისი მრავალფეროვანი ორნამენტებით ეროვნული საგანძურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლად არის მიჩნეული.