მოქვში გადაწერილი სახარების ქრონიკა -“საერთო ისტორია” (+VIDEO)

1300 წელს აფხაზეთში, მოქვის ეპარქიაში დანიელ ეპისკოპოსის დაკვეთით შეიქმნა  ქართული ხელნაწერი,  “მოქვის სახარებად” წოდებული უნიკალური ძეგლი. ხელოვნების ამ შესანიშნავმა ქმნილებამ გაუძლო უამრავ განსაცდელს, იმოგზაურა ქართულ ემიგრაციასთან ერთად ევროპაში და ბოლოს საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის – ექვთიმე თაყაიშვილის ხელით დაბრუნდა სამშობლოში.

  ხელნაწერი ცნობილია მდიდრული, ტრადიციული ქართული ორნამენტებითა და მინიატიურებით. 

  მოქვის სახარება გამორჩეულია იმითაც, რომ მას უკავშირდება ყველაზე დიდი სარესტავრაციო პროექტი ხელნაწერთა სფეროში და ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო კამპანია ხელნაწერის გადასარჩენად.