მოქვი საუკუნეების განმავლობაში ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა იყო, სადაც ხელნაწერთა გადაწერა და ძველი ნუსხების განახლება მიმდინარეობდა.
ტაძარს მდიდარი წიგნსაცავი ჰქონია, რასაც მოწმობს ჩვენამდე მოღწეული ქართული ხელნაწერები
მოქვი ასევე მნიშვნელოვან საეკლესიო ცენტრს წარმოადგენდა, რომლის საეპისკოპოსო კათედრა მე-10 საუკუნეში დაარსდა. ტაძარს უდიდესი ისტორია აქვს, იგი ერთიანი საქართველოს მეფის დავით აღმაშენებლის ხანაშიც საფუძვლიანად შეუკეთებიათ და მოუხატავთ, მაგრამ მაშინდელი ფრესკული მოხატულობის კვალი დღეს აღარსად ჩანს.
მოქვის ტაძარს საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.