,,მირავესტნიკი” – ანალიტიკური გადაცემა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

“მირავესტნიკი” – ეს არის გადაცემა სადაც ვსაუბრობთ ვმსჯელობთ ვკამათობთ აფხაზეთთან დაკავშირებულ საკითხებზე და ვაანალიზებთ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს. პირველად აფხაზეთის საინფორმაციო- ანალიტიკური ცენტრის ისტორიაში და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ქართულ მედია სივრცეში – ანალიტიკური გადაცემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გადაცემის წამყვანია – ექსპერტ-ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე . გვიყურეთ თვეში სამჯერ – ჩვენს ოფიციალურ საიტსა და სოციალურ ქსელებში. ველოდებით მაღალ ინტერაქტივს, მოგვიგზავნეთ მოსაზრებები და გაგვიზიარეთ პოზიციები. პ. ს გადაცემა იწერება რუსულ ენაზე და თან ახლავს ქართული სუბტიტრები – ეს იმისთვის, რომ სათქმელი, რომელიც დაგროვდა ოკუპირებულ ტერირიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთანაც მივიდეს.