მთელი რესურსის და ძალისხმევის ჩადება საქმეში – ეს არის წარმატების ფორმულა- მარიამ მამულია

მარიამ მამულია სოხუმელია. ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი. წლებია უკვე ადამიანური  რესურსების მართვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით წარმატებით მოღვაწეობს, უმუშავია არაერთ ქართულ კომპანიაში. ამჟამად კი ერთ-ერთ ევროპულ კომპანიაში  ( ,,Team Up’’ ) ადამიანური რესურსების  მართვის სფეროს ხელმძღვანელობს. 

მთელი რესურსის და ძალისხმევის ჩადება ერთ ან რამდენიმე საქმეში, ოღონდ საფუძვლიანად – მარტო ეს არის წარმატების ფორმულა 

მარიამი მიიჩნევს, რომ ადამიანური რესურსების მართვის სფეროში საკუთარი შესაძლებლობები ჯერ არ ამოუწურავს  და ამ მიმართულებით  ბევრი რამ   აქვს გასაკეთებელი. წარმატებულ ,,HR-ს’’ უყვარს მისი საქმე და  მით უფრო,  საინტერესო და პერსპექტიულ ადამიანებთან ურთიერთობა.