მემორანდუმი საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრთან“ (+VIDEO)

   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროსა და საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

  მემორანდუმის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი პირების კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამებზე უფასო სწავლება. ასევე, მათი მხარდაჭერისთვის სხვადასხვა ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა დავით ფაცაციამ და საზოგადოებრივი კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ მოაწერეს ხელი.