ლიხნი ისტორიული ძეგლების სიმრავლით გამორჩეული სოფელია აფხაზეთში. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, შერვაშიძეების სასახლის ნანგრევები, აბაანთას ციხე… მაგრამ მანამ, სანამ აფხაზეთის ტერიტორია ჩვენი გადამღები ჯგუფისთვის სამუშაოდ მიუწვდომელია, მათ შესახებ სოციალური ქსელებიდან მოპოვებული ვიდეომასალებით შევსებული სიუჟეტებით მოგითხრობთ.