ლაშა ბასლანძის გზა წარმატებისკენ (+VIDEO)

რესტორანი „ქვევრი“ დღეს ახალგაზრდების და არა მხოლოდ ახალგაზრდების თავშეყრის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია. მიუხედავად იმისა, რომ პოპულარობა და აღიარება დედაქალაქში მალევე მოვიდა ქვევრის დამფუძნებელი ლაშა ბასლანძე თვლის, რომ რესტორნის სათაო ოფისი სოხუმში უნდა გაიხსნას. სოხუმელი წარმატებული პროდიუსერისა და ბიზნესმენის გზა აფხაზეთიდან იტალიამდე და უკან სამშობლოში. როგორ აღწევენ დევნილები წარმატებას დევნილობაში და სირთულეები, რომელიც ხშირად გამოწვევად იქცევა. მართალია, ლაშა სოხუმში საკუთარ სახლში ჩავლას ვერ ახერხებს, თუმცა „მეორე სახლად ქცეული“ ქვევრის კარებს ფართოდ უხსნის ყველა აფხაზს, რომელიც ენგურს კვეთს და თანადგომას დედაქალაქში ეძებს. ლაშა ბასლანძე – წარმატებული მეწარმე აფხაზეთიდან.