ფილმი აგვისტოს ომის 15 წლის თავს მიეძღვნა. როგორც ფილმის ავტორი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ გაიხსენოს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების ისტორია და გააჟღეროს დეოკუპაციის სამშვიდობო ინიციატივა.
ფილმში მონაწილეობენ ბავშვები დევნილი ოჯახებიდან, უკრაინის ომის ფონზე თბილისში ჩამოსული ეთნიკურად აფხაზი და ოსი ახალგაზრდები.ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე დაუღალავად მომუშავე აკადემიკოსი, ეთნიკურად ოსი ქალბატონი ნაირა ბეპიევი.
დოკუმენტური ფილმი “საქართველოს ოსები” საზოგადოებრივი მოძრაობის “სამოქალაქო თანხმობის” ერთგვარი ხედვაა დეოკუპაციის, შერიგების და რეინტეგრაციის საკითხებზე
ფილმი აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.
საზოგადოებრივი მოძრაობა „სამოქალაქო თანხმობა“ ახალი ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს სამშვიდობო ინიციატივებზე. ორგანიზაციის წევრები არიან ეთნიკურად აფხაზი და ოსი ახალგაზრდები, რომლებიც უკრაინის ომის ფონზე თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად და ცდილობენ თავის დამკვიდრებას ქართულ საზოგადოებაში. ისინი ვითარდებიან სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა სპორტი და კულტურა და უკვე შეძლეს რამოდენიმე წარმატებულ პროექტში არამხოლოდ მონაწილეობა, არამედ თანაორგანიზატორის რანგში ჩართვაც.