ინტეგრაციისა და ჩართულობის საზაფხულო ბანაკი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის მიერ, დაბა შეკვეთილში 31 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით განხორციელდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დევნილი ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა და მათი სამოქალაქო ინტეგრაცია იყო.
პროექტში მონაწილეობა 12 იდან 15 წლამდე 30 მა დევნილმა ახალგაზრდამ მიიღო. მონაწილეების შერჩვეა გარკვეული კრიტერიუმებით მოხდა. მოზარდი უნდა ყოფილიყო სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი ან დედ-მამით ობოლი. პროექტის მონაწილე ახალგაზრდები, ასევე სამოტივაციო წერილის მიხედვითაც შეირჩნენ.
ინტეგრაციისა და ჩართულობის საზაფხულო ბანაკი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატმა, კომფლიქტების გადაწყვეტისა და შერიგების საერთაშორისო ფონდთან ერთად განახორციელა. ეს უკვე რიგით მეორე პროექტია, რომელიც ერთობლივი თანამშრომლობით ჩატარდა.
ათი დღის განმავლობაში პორექტის მონაწილე მოზარდებს, შემეცნებით ტრენინგებთან ერთად, ჩაუტარდათ, როგორც პრაქტიკული სამუშაოები, ასევე სახალისო, სპორტული და გუნდური აქტივობები.