ინგლისური ენის შემსწავლელი სამთვიანი პროგრამა დასრულდა (+VIDEO)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ინგლისური ენის შემსწავლელი 12 კვირიანი ინტენსიური პროგრამა შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდა.

   სასწავლო კურსი ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით და მათი პედაგოგის ჩართულობით ხორციელდებოდა. პროგრამის ფარგლებში ოცდაერთმა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა სტუდენტმა ინგლისური ენის ცოდნა გაიუმჯობესა.

სტუდენტებს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერთიფიკატები გადასცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ.