თბილისობის ღონისძიების ფარგლებში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით „აფხაზური ეზო“ მოეწყო.
აფხაზური სამოსი, “ყავა სოხუმურად”, ფოტომასალა აფხაზეთის შესახებ, ბეჭდური გამოცემები, კალიგრაფიული ნიმუშები, დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მრავალრიცხოვანი დამთვალიერებლის ყურადღებას იქცევდა.
ღონისძიება აფხაზეთის მთავრობის თვამჯდომარემ რუსლან აბაშიძემ გახსნა. ასევე ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.