ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში კლიპის, „აფხაზეთი საქართველოა“ პრეზენტაცია გაიმართა (+VIDEO)

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ქართული კულტურის ცენტრის მიერ გადაღებული კლიპის, „აფხაზეთი საქართველოა“ პრეზენტაცია გაიმართა. პარალელურად ქართული სამოსის გამოფენა მოეწყო, ხოლო საღამო მუსიკალურად გოგონათა ფოლკლორულმა ანსმბლმა „გუმბათმა“ გააფორმა. ქართული დიასპორის მხრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მსგავსი ღონისძიება 1 ოქტომბერს გაიმართება,რომელიც მიზნად ისახავს, ახალგაზრდა თაობაში ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავებას და მეგობრული კავშირების აღდგენას.