დიზაინერ თათა ვარდანაშვილის ემოციური და გულწრფელი მოგონებები აფხაზეთზე (+VIDEO)

ინტერვიუზე სიამოვნებით დაგვთანხმდა, მადლიერებაც კი გამოხატა, რადგან  შესაძლებლობა  მიეცა მისთვის  მნიშვნელოვან კუთხეზე ესაუბრა. 

 მისთვის აფხაზეთი ბავშვობის საუკეთესო მოგონებებთან ასოცირდება, ვარდანაშვილების  ოჯახის საინტერესო და შთამბეჭდავ თავგადასავლებთან, როცა მშობლებთან ერთად ხშირად დადიოდა იქ დასასვენებლად- სოხუმი, ლესელიძე, გაგრა , რიწის ტბა.

ამბობს, რომ იქ ზღვაც განსხვავებული იყო, ჰაერიც, ყავაც, თავისუფლების ხარისხი.  30 წლის წინ, აფხაზეთიდან გადმოტანილი პალმის ნერგი, რომელიც  თათა  ვარდანაშვილის მამამ   თელავურ სახლში გაახარა,  დღეს კი დიზაინერს  აფხაზეთს, მამის შეგონებებს ახსენებს და მონატრებულ კუთხეში დაბრუნების იმედს უსახავს.