დევნილთა სოციალური უზრუნველყოფისა და გამრიცხველიანება/ აბონირების პროგრამები (+VIDEO)

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა სამინისტრო, არაერთ მნიშვნელოვან სოციალურ პროგრამას ახორციელებს, მათ შორისაა გამრიცხველიანება/აბონირების პროგრამა, რომელიც დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში ხორციელდება.

პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარმა განცხადება  სამინისტროში ან  სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში უნდა შეიტანოს, რომელსაც სპეციალური  კომისია და ექსპერტთა ჯგუფი  განიხილავს. კომისიის გადაწყვეტილების შემდგომ, რამდენიმე დღეში ხდება ანგარიშწორება შესაბამის კომპანიასთან, რომელიც გამრიცხველიანება/აბონირებას უზრუნველყოფს.

სამინისტროში ასევე მოქმედებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მხარდაჭერის „დევნილთა  სოციალური უზრუნველყოფის“ პროგრამა, რომელიც წელიწადში ერთჯერად დახმარებას 100 -დან 300 ლარამდე ოდენობის თანხას  გულისხმობს.

პროგრამაში ჩასართავად  განსაზღვრულია კონკრეტული კრიტერიუმები. ბენეფიციარი, უნდა იყოს სოციალურად დაუცველი, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის პირი, ომში დაღუპული ოჯახის წევრი და ა.შ. ბენეფიციარს განცხადების შემოტანა  შეუძლია, როგორც სამინისტროში, ასევე სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში და ონლაინ თუ ბენეფიციარი პირადად ვერ ახერხებს მისვლას.