გიორგი ჯახაია – 27 სექტემბერი

ის, რომ აფხაზეთი საქართველოა და ჩვენ დავბრუნდებით უკვე მარსზეც იციან და ამის შესახებ მათ გიორგი ჯახაიამ ამცნო. გიორგის ბევრი მოგონება და ძალიან ცოტა ნივთი აქვს აფხაზეთიდან, რომელთა შორის რელიკვიად ქცეული ბებიას კოვზებია თუთიყუშებით.