განსაკუთრებული მოგონებების მატარებელი გულსაბნევი (+VIDEO)

ნინო მირცხულავა ერთერთი იმ შემოქმედთაგანია, ვისთვისაც აფხაზეთი ცხოვრების მთავარ საფიქრალად იქცა. მისი პოეზია, პროზა და მუსიკა ერთდროულად ფერადიცაა და ნოსტალგიურიც.

პოეტი ქალბატონი სათუთად ინახავს აფხაზეთიდან გამოყოლილ ნივთებს: ფოტოებს, წერილებს, ნიჟარებს. ყველაზე   ძვირფასი კი დედის დანატოვარი გულსაბნევია, რადგან იგი განსაკუთრებული მოგონებების მატარებელია.