სოხუმის დაცემიდან 30 წლის თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის მიერ გამოფენა-პერფორმანსი ,,აფხაზეთი – კალმით გაცხადებული სიმართლე’’ გაიმართა. საგანგებოდ ამ დღისთვის 20 მდე კალიგრაფმა აფხაზეთის 100-მდე ტოპონიმის კალიგრაფიული ვერსია შექმნა: ქალაქები, სოფლები თუ დაბები, რომლებიც თითქმის აღარ ახსოვს ჩვენ ყოველდღიურობას. 27 სექტემბერს გამართული გამოფენა-პერფორმანსის გარდა, საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია სოციალურ ქსელში ეწევა კამპანიას ..გააზიარე აფხაზეთის ტოპონიმი”.