“გამარჯობა, აფხაზეთო, შენი” – პრემიერა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში (+VIDEO)

“გამარჯობა, აფხაზეთო შენი”, – ასე ერქვა სპექტაკლს, რომელიც სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მეოთხეკურსელებმა წარმოადგინეს. საღამო საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივითა და თეატრალური უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა. თანამედროვე ქართველი მწერლების ნაწარმოებებზე აგებული სცენარი აფხაზეთის ომის რეალურ ფაქტებთან ერთად ჩვენი აფხაზი თანამემამულეებისთვის ერთგვარი სიყვარულის გზავნილსაც შეიცავდა.