დედით აფხაზი და მამით ქართველი მაია ლაბაძე გაგრიდანაა.
გაგრაში დაწყებულ საქმეს დღეს უკვე ბათუმში წარმატებით განაგრძობს.
ათი წელი სხვადასხვა კომპანიაში გიდად იმუშავა და შემდგომ საკუთარი ტურისტული კომპანია ,,Apple Tour’’ დაარსა.როგორც თავად აღნიშნავს, ბათუმი ძალიან ჰგავს აფხაზეთს, ამიტომ სირთულეების მიუხედავად თავის დამკვიდრება არ გასჭირვებია.
ამბობს, რომ მას ქართველი და აფხაზი ხალხი ერთნაირად უყვარს და სიყვარულს მათგანაც გრძნობს.ნახეთ ვრცლად “მეწარმე აფხაზეთიდან”