ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა (+VIDEO)

ზუგდიდში, აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  მოსწავლეების მონაწილეობით  საზეიმო კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და  განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია ესწრებოდნენ.

სტუმრებმა მოზარდებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს  განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ბავშვის უფლებათა შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის. აუცილებელია, ვისაუბროთ ქვეყანაში ბავშვთა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად თითოეული ჩვენგანის როლზე.