“მეწარმე აფხაზეთიდან”ამჯერად გია აგირბაზე გიამბობთ.
გია აგირბას სახელი და გვარი ყველასათვის ცნობილია. მუჰაჯირების შთამომავალმა დიდი შრომის შედეგად მოახერხა მიზნისთვის მიეღწია და მოემზადებინა ხაჭაპური, რომლის მირთმევისას ყველა მიხვდებოდა, რომ ეს გიას ხაჭაპურია. ის საკუთარ თავს ხუმრობით „აჭარული ხაჭაპურის მეფეს“ უწოდებს. მას უკავშირდება აჭარული ხაჭაპურის ცომგამოცლილი ვერსია, რომელიც ხაჭაპურის ყველა მოყვარულისათვის კარგადაა ცნობილი.
გია აგირბა საინტერესო ისტორიას გვიზიარებს. როგორც ის გვიყვება აჭარული ხაჭაპურის ისტორია სწორედ აფხაზებს უკავშირდება. მისი ვერსიით, ეს არის შავიზღვისპირეთში გავრცელებული აფხაზური კერძი, რომელსაც ფიდეს ეძახიან. აჭარაში ჩამოსულმა აფხაზმა მუჰაჯირებმა კი, ხორცის ნაცვლად აჭარულ ხაჭაპურში ყველი გამოიყენეს.
გია აგირბა საუბრობს იმ საერთო ტრადიციებსა და კულტურაზე, რაც ქართველებსა და აფხაზებს საერთო აქვთ და კიდევ უფრო მეტად აახლოებს ერთმანეთთან.
ბათუმიდან – აფხაზეთში მუჰაჯირების შთამომავალი გულწრფელ ემოციებს აგზავნის.