აფხაზური ენის პოპულარიზაცია (+VIDEO)

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზური ენის დაცვის
და პოპულარიზაციის მიზნით არაერთ პროექტს ახორციელებს. რომლის ფარგლებშიც ,  აფხაზური ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები  გამოიცა.  აფხაზეთის ხუთ საჯარო სკოლაში არჩევით საგნად ისწავლება აფხაზური ენა და ასევე 27 ოქტომბერს აღინიშნება აფხაზური ენის დღე.  კულტურის სამინისტროს ახალი ქვეპროგრამაა, „აფხაზური ენის პოპულარიზაცია“ , რომელიც ენის, პოპულარიზაციას და განვითარებას გულისხმობს.

პროექტის ფარგლებში ტიქტოკ პლათფორმაზე  მაქსიმუმ 50 წამიანი 40 ვიდეო რგოლი განთავსდა. სამინისტროს მთავარი მიზანი, რამოდენიმე წამიანი ვიდეორგოლებით, რომელიც სხვადასხვა შინაარსისაა, არა მხოლოდ ენის პოპულარიცაზიის გაზრდა არამედ ენის შესწავლაც იყო.

გიორგი კინწურაშვილი იმ  მცირერიცხოვან ჯგუფს მიეკუთნება, რომელიც აფხაზურ ენაზე საუბრობს. ის უკვე წლებია, აფხაზური ენის განვითარების არაერთ პროეტში მონაწილეობს. თრაი აფხაზიას,  მსგავსი ფორმატის  კი მისთვისაც პირვლი იყო.