1993 წლის 5 ივლისის ფართომასშტაბიანი შემოტევა კამანელებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, ქართველები მოწინააღმდეგის იერიშებს ღირსეულად იგერიებდნენ, თუმცა არათანაბარი ბრძოლა საბოლოოდ, კამანის აღებით დასრულდა.
ამ დღეს თან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობის წევრები, ომის ვეტერანები და აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ და პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას. გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელად პანაშვიდი გადაიხადა ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა ლევან ჯანაშიამ.