აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრსა და ორგანიზაცია „გერმანულ-ქართულ სახლს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი ცენტრის ხელმძღვანელმა ეკა წივწივაძემ და “გერმანულ-ქართული სახლის” დამფუძნებელმა ნინო ციბაძემ მოაწერეს.
აფხაზეთის საინფორმაციო-ანაალიტიკური ცენტრი და „გერმანულ-ქართული სახლი” იზრუნებენ გერმანიაში ქართული დიასპორის ინფორმირებულობაზე აფხაზეთის საკითხებთან მიმართებაში, ასევე ცენტრი უზრუნველყოფს ოპერატიულად იყოს გაშუქებული, “გერმანულ-ქართული სახლის” მიერ განხორციელებული პროექტები და სრულფასოვნად მიწოდებული აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოებისთვის.