აფხაზეთის ოკუპაციის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია (+VIDEO)

„გენოციდისა და ადამიანურობის წინააღმდგ მიმართული დანაშაული“ ასე ეწოდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც აფხაზეთის ოკუპაციის 30-ე წლისთავს მიეძღვნა.

როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, დღეს სრულიად განსხვავებული სიტუაციაა. ახალი მსოფლიო წესრიგის პირობებში, შესაძლებელია 30 წლის წინ აფხაზეთში მომხდარი ტრაგედიის სამართლიანი შეფასება ჯერ აკადემიური წრეების, შემდგომში კი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.

კონფერენციის მუშაობაში და დისკუსიაში მონაწილეობენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ცნობილი ქართველი და უცხოელი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები.

ღონისძიების ორგანიზატორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.