აფხაზეთის მეომართა კავშირმა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სრულიად უსასყიდლოდ ექოსკოპიის აპარატი გადასცა. აღნიშნული დანადგარი,სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სამედიცინო ცენტრი “დიომედის“ საბურთალოს ფილიალს გადაეცა. უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწევა აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს, აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრებს, აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვლიან ოჯახებს და სოციალურად დაუცველ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს. ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აპარატის „დიომედისთვის“ გადაცემა აფხაზეთის მეომართა კავშირის მეთაურთა საბჭოს ხელმძღვანელის ლევან ქეცბაიას ძალისხმევით და მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და სხვადასხვა დამატებითი პროგრამის განვითარების პერსპექტივები.