აფხაზეთის მეომართა კავშირის გასვლითი შეხვერდა სამეგრელოს რეგიონში (+PHOTO)

აფხაზეთის მეომართა კავშირის ხელმძღვანელობა რეგიონებში გასვლით შეხვედრებს აგრძელებს.მორიგი შეხვედრა  სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ სენაკსა და ფოთში მცხოვრებ დევნილ ვეტერანებთან გაიმართა .
შეხვედრას მეომართა კავშირის თავმჯდომარე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, გენერალი ანზორ მარგიანი ხელმძღვანელობდა.სამეგრელოს რეგიონში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და აფხაზეთის მეომართა კავშირის მეთაურთა საბჭოს ხელმძღვანელი ლევან ქეცბაია.

სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებმა ომის ვეტერანებმა აფხაზეთის მეომართა კავშირის ხელმძღვანელობას მათ წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევენბზე ესაუბრნენ.თავისმხრივ, მეომართა კავშირის წარმომადგენლებმა დევნილ ვეტერანებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმ პროექტების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო მათთვის ახორციელებს.  ასევე გააცნეს სამომავლო გეგმები და იმსჯელეს სიახლეების დანერგვაზე.