აფხაზეთის კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების ხელშეწყობა (+VIDEO)

პროგრამას   „აფხაზეთის-კულტურულ შემოქმედებითი ღონისძიებების ხელშეწყობა“, აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სააგენტო წლებია ახორციელებს, რომლის მთავარ მიზანს ქართულ- აფხაზური შემოქმედებითი პროცესების სტიმულირება და წახალისება  წარმოადგენს. ასევე აფხაზეთის თემზე კულტურული, შემოქმედებითი ღონისძიებების ჩატარება, განვითარება და  პოპულარიზაცია.

ტექსტილის დიზაინერი და სამხატვრო აკადემიის მიწვეული ლექტორი ეკატერინე გეგუჩაძე, ერთ-ერთი ქვეპროგრამის „კულტურული ინიციატივები“ მონაწილეა. ის,  მისივე სახელოსნოში ტექსტილის თითქმის ყველა მიმართულებაზე მუშაობს და ასწავლის. პროექტში მონაწილეობის მთავარი მიზანი კი,  დევნილი ქალბატონებისთვის ქუილთის ტექნიკის სწავლებისთვის საჭირო მასალის დაფინანსება იყო.  სწავლების დასრულების შემდგომ კი,  პროექტში მონაწილე ქალბატონებმა  წარმატებით გააგრძელეს ქუილთის ტექნიკით მუშაობა.

 „ ინკლუზიური პროექტების ხელშეწყობა“ ამ ქვეპროგრამის ფარგლებში   კი , რომლის მთავარი მიზანი, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირების მაქსიმალური ჩართულობით განხორციელებული ღონისძიებების მხარდაჭერაა, თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრის სამკურნალო პედაგოგიური სკოლის აღსაზრდელების მონაწილეობით სპექტაკლი დაფინანსდა, რომელიც 15 ივნის გაიმართება.  სკოლა წლებია,  რაც თანამშრომლობს სააგენტოსთან და მუდმივად ჩართულია სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტებში.

რაც შეეხება საფეხბურთო გუნდ „ფენიქს“ , რომელიც უკვე სამი წელია ასპარეზობს.

შვიდი-შვიდზე საფეხბურთო მასტერლიგაში   მიიღო მონაწილეობა   და ჩემპიონატისთვის  საჭირო ეკიპირებითა და სავარჯიშო ინვენტარით,  ქვეპროგრამის  „სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა ინიციატივების ხელშეწყობა“ ფარგლებში დაფინანსდა.