შეიქმნა აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის მობილური აპლიკაცია, რომელშიც ქართულ, აფხაზურ და ინგლისურ ენებზე თავმოყრილია ინფორმაცია აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, წარმოჩენილია მისი კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა და ამჟამინდელი მძიმე მდგომარეობა.
დღეს, აფხაზეთის ტერიტორიაზე ადრეული და შუასაუკუნეების ძეგლებს რესტავრაციის საბაბით იერ-სახეს უცვლიან და ავთენტიკურობას უკარგავენ, ქართული ეპიგრაფიკის უძველეს ნიმუშებს კი შლიან და ანადგურებენ. პროცესის შესაჩერებლად მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება და საერთაშორისო საზოგადოების ჩართვა.
აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის აპლიკაცია, ICA-ს იდეის საფუძველზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ იქნა შექმნილი და მისი უმთავრესი მიზანია აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, შენახვა და პოპულარიზაცია.
გადმოტვირთეთ აპლიკაცია:
app store: apps.apple.com/ma/app/abkhazia-heritage/
play store: play.google.com/store/apps/details?id=com.iliatugushi.abkhaziaheritage