აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია მოადგილეებთან ერთად სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა.სამუშაო შეხვედრები ზუგდიდის, ჩხოროწყუსა და სენაკის მუნიციპალიტეტებში განთავსებული აფხაზეთის სკოლების დირექტორებთან ახალი სასწავლო წლისთვის მზადების პროცესის გაცნობას ისახავდა მიზნად.
შეხვედრების მონაწილეებმა სკოლების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს.