აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამას განაგრძობს (+VIDEO)

წარმატებული ახალგაზრების მხარდაჭერის  პროგრამას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო 2007 წლიდან ახორციელებს. დროთა განმავლობაში პროგრამ სისტემატიური  სახე მიიღო და  2018 წლიდან 2022 წლამდე ჯამში 1043 წარმატებული სტუდენტი დააფინანსა.
წარმატებული ახალგაზრების მხარდაჭერის პროგრამა განკუთვნილია იმ დევნილი სტუდენტებისთვის , რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში. ასევე  პროგრამა განკუთვნილია სამედიცინო უნივერსიტეტის დევნილი რეზიდენტებისთვის.
2023 წლის წარმატებული ახალგაზრდების პროგრამის დოკუმენტების მიღება წლის განმავლობაში 4 ეტაპად მიმდინარეობს . პირველი ეტაპი 1 თებერვლს დაიწყო და 28 თებერვლს დასრულდა. მეორე ეტაპი 1 მაისიდან – 31 მაისამდე გაგრძელდება, მესამე ეტაპი 15 – აგვისტოს დაიწყება და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. მეოთხე ეტაპი  კი წამატებული ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი 1 ნოემბრიდან – 30 ნოემბრის ჩათვლით იქნება.