შეკითხვები ეხებოდა სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფების მენეჯმენტს, დევნილ სამედიცინო დაწესებულებებში ჩატარებულ სტრუქტურულ რეორგანიზაციასა და პოლიკლინიკებში მართვის ინოვაციური მეთოდების დანერგვას, 2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით სხვადასხვა პროგრამების დაფინანსებას. მოსმენის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრაზე მსჯელობის ძირითადი თემა დევნილთა წინაშე არსებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს შეეხებოდა. უმაღლესი საბჭოს დეპუტატების განცხადებით, სამინისტროს პროგრამები ფოკუსირებული უნდა იყოს დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის ხელშეწყობაზე, მათთვის საწყისი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნაზე. ლევან თევზაიამ უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიერ გაგზავნილ და კიდევ დამატებით დასმულ არაერთ მნიშვნელოვან შეკითხვას უპასუხა .აღნიშნა, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობას. მისი თქმით, სამინისტრო მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს პროგრამების განხორციელების პროცესში დაშვებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად.