უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიულოცა კოლეგებს 2023 წლის საშომოდგომო სესიის ფორმატში მუშაობის დაწყება და პლენარული სხდომის წინაშე ვრცელი მოხსენებით წარსდგა.
მიმართვაში დეტალურად ისაუბრა უმაღლესი საკანონმდებლო საბჭოს მიერ 2023 წლის საგაზაფხულო სასესიო პერიოდში გაწეულ მუშაობასა და სამომავლო გეგმებზე, მიმოიხილა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება.
საშემოდგომო სესიის გახსნას ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი.