ალექსანდრე ბერაიას სამშვიდობო მესიჯი

ალექსანდრე ბერაია ზუგდიდიდანაა, ის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეა. მას ბევრი მეგობარი ჰყავს და ისინი ერთად არიან ჩართული ახალგაზრდულ პროექტებში.

ალექსანდრესა და მის მეგობრებს მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი აშორებთ აფხაზეთთან, ახალაგზრდებს დიდი სურვილი აქვთ გაიცნონ თანატოლები, გაუზიარონ გამოცდილება და იმეგობრონ მათთან.

„ჩვენ, ერთ დღეს, აუცილებლად დავამყარებთ კონტაქტს და ეს ინფორმაციული ვაკუუმი მალე დაირღვევა“

ალექსანდრე თვლის რომ თანამედროვე სამყაროში მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და აფხაზ თანატოლებსაც მოუწოდებს, მშვიდობის ენაზე ერთად ავმეტყველდეთ.