აკაკი საღინაძის სამშვიდობო მესიჯი

აკაკი საღინაძე ქუთაისში ცხოვრობს. ის აქტიური ახალგაზრდაა და ხშირად შეხვდებით იქ, სადაც ადამიანებს დახმარება სჭირდებათ. აკაკი არასამთავრობო ორგანიზაცია – „რეგიონული გაძლიერება დემოკრატიისთვის RED“-ის ხელმძღვანელია.

ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, დემოკრატიული პრინციპების მზარდაჭერასა და საზოგადოების დახმარებას.

16 წლის ვიყავი როდესაც ევროკავშირმა აფხაზეთში მცხოვრება ახალაგზრდებთან ერთად დაგვსვა და უბრალოდ გვათამაშა კომპიუტერული თამაში

როგორც აკაკი აღნიშნავს, იმ შეხვედრამ აფხაზეთში მცხოვრებ ახალგაზრდებთან, რომელიც მისთვისაც პირველი იყო და შესაძლოა მეორე მხარისთვისაც, ასე მარტივად იმიტომ ჩაიარა, რომ ორივე მხარე ერთი თაობის წარმომადგენელია, იმ თაობის, რომელიც ომის უშუალო მონაწილე არ ყოფილა და სწორედ ამაში ხედავს აკაკი საღინაძე კონფლიქტის მოგვარების გასაღებს.